logo
ENG



მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა - საქსტატი

30 აპრ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეკონომიკა გასული წლის მარტთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა. ოფიციალურ მონაცემს სტატისტიკის ცენტრი აქვეყნებს. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. აღსანიშნავია, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა.

"წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზე და მარტში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 48%-ით შემცირდა", - განაცხადა თოდრაძემ


close დახურვა