logo
ENG



მარხვაში რძის პროდუქტების ჭამისთვის მღვდლები ზიარებას არ აკრძალავენ - პატრიარქის მიმართვა

27 ნოე 202021:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/qzknkvsfx8gsv5s.jpg

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მრევლს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მარხვაში მრევლს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ. 

"ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებული იქნება თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!", - წერია მიმართვაში. 

 


close დახურვა