მარჯანიშვილის თეატრის განცხადებით, ინფორმაცია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან წულაძე გათავისუფლებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
თეატრის განცხადებით, რეალურად, წულაძეს გაუვიდა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოთხ წლიანი ვადა.
"თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.
ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.
ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში". - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
იგივე თქვა ლევან წულაძის ცოლმა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, მანანა კაზაკოვამ 13 იანვარს ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში.