თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავდნენ ადამიანები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.