logo
ENG



მასიურ სარაკეტო თავდასხმას კიევზე მსხვერპლი მოჰყვა

30 აგვ 202310:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/3co5vkvby64ubm3.jpg

დღეს დილით კიევზე რუსულმა ძალებმა მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, შეტევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიევში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ვალერი ზალუჟინის განაცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა 28 რუსული რაკეტისა და 16-დან 15 დრონის ჩამოგდება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, ეს გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა იყო კიევზე.

"კიევს ასეთი ძლიერი შეტევა გაზაფხულის შემდეგ არ განუცდია. მტერმა დაიწყო მასიური, კომბინირებული თავდასხმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით," - განაცხადა პოპკომ.

გარდა ამისა, კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამდენიმე შენობა რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანდა, ხოლო კიევის რაიონებში რაკეტის ფრაგმენტებით ექვსი კერძო სახლი დაზიანდა და დაშავდა სამი ადამიანი.


close დახურვა