ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ინფლაციის ფაქტორი არ შეხებია სამეგრელოში, თხილის პლანტაციაში დასაქმებულების ხელფასებს. 400მდე თანამშრომელი დღეს გაიფიცა და პროტესტის ნიშნად პლანტაციაში სამუშაოდ არ გასულა. წლებია შრომის ანაზღაურება უცვლელია და ერთ კილოგრამ მოკრეფილ თხილზე 50 თეთრს შეადგენს. მზარდი ინფლაციის ფონზე დასაქმებულები 20 თეთრიან მატებას ითხოვენ, მაგრამ დამსაქმებლისთვის ესეც კი მიუღებელია. შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. პროტესტი გრძელდება.
მასობრივი გაფიცვა ზუგდიდში
03 აგვ 202220:31
3 წუთის საკითხავი