logo
ENG



მასშტაბური იერიში ხარკივზე - ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაეხნენ

31 დეკ 202300:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/31/bo8odtwe5nrmecv.png

ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი და ბრიტანელი ჟურნალისტი.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მისივე ინფორმაციით, ხარკივში სულ მცირე 6 აფეთქება მოხდა - ყველა დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი ხარკივის ცენტრში, სამედიცინო დაწესებულება და ხარკივის ყველაზე დიდი სასტუმრო.

სინეგუოვი მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხო ადგილებში გადაინაცვლონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ყველა დაზიანებულ ლოკაცია საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

დაშავებული მოქალაქეების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


close დახურვა