logo
ENG



მასშტაბური კიბერშეტევის უკან სპეციალისტები რუსულ კვალს ხედავენ

28 ოქტ 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
p83rgeuofuzj56g.jpg

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა ქართულ საიტებზე - კიბერდანაშაულის მსხვერპლი დღეს 2000-მდე ვებ გვერდი და ტელევიზიები გახდა. ძირითადი სამიზნე მაინც სამოქალაქო სექტორია. რამდენიმე საათის განმავლობაში მათი საქმიანობა პარალიზებული იყო. ასეთი მასშტაბური შეტევის უკან სპეციალისტები რუსულ კვალს ხედავენ.

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი დილიდან არასამათავრობო ორგანიზაციების ვებ-გვერდებთან ერთად არაერთი სახელმწიფო უწყება თუ კერძო კომპანია გახდა. კიბერშეტევის შედეგად, შეწყდა „იმედისა“ და „მაესტროს“ მაუწყებლობა. „იმედის“ არხის ინფორმაციით, დაზიანდა კომპიუტერები და არხს მიადგა დიდი ფინანსური ზარალი.

გათიშული საიტების უმრავლესობა ამ დრომდე არ არის აღდგენილი. გამოძიება კი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაწყებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.


close დახურვა