რა მასშტაბი აქვს ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას ? მძიმე ვითარებაზე მიანიშნებს 30-მდე მოქალაქის დაკავება. კრიმინალური პოლიცია 2 დღეა, სპეცოპერაციას ატარებს. ბრალდებულებს შორის 14 რეალიზატორია. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფული, გამოძიება საკონტროლო შესყიდვის ვიდეოსაც ავრცელებს. უპასუხოა კითხვა, რატომ სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე კარგად ცნობილი სქემისა და რეალიზატორების დასაკავებლად დიდი დრო, როცა მედიამ, "შაბათის ფორმულამ" ექსპერიმენტების საფუძველზე ეს სქემები გაშიფრა და კონკრეტული რეალიზატორები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოავლინა.
მასშტაბური სპეცოპერაციები თბილისსა და გორში
07 სექ 202220:10
3 წუთის საკითხავი