logo
ENG



მასხადოვი: ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ პუტინმა მოკლა და გაანადგურა რუსეთი

28 სექ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/2e6y76u54o8bxmf.png

ჩეჩნეთის რესპუბლიკა, იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი, ანზორ მასხადოვი, ამბობს, რომ "რუსეთის დაშლა უკვე დაიწყო. პუტინმა გაანადგურა რუსეთი."

"ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიზნები, როგორც უკრაინელებს და ჩვენ ძმებ ქართველებს, თავი დავაღწიოთ რუსეთს და მის მტრულ პოლიტიკას. ჩვენ ვდგევართ პირველ რიგებში, ჩვენი ძმები, ჩეჩნები იბრძვიან უკრაინის ფრონტზე სხვადასხვა მიმართულებით რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. როდესაც უკრაინული მზე ამოვა უკრაინაში, მაშინ დაიწყება რუსეთის დაშლა და რუსეთის დაშლა უკვე დაიწყო. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ პუტინმა მოკლა და გაანადგურა რუსეთი. მას არმია ფაქტობრივად არ ჰყავს, ხალხი გარბის მონღოლეთში, პოლონეთში, ფინეთში , რუსული სამყაროდან სხვა სამყაროში."- ამბობს მასხადოვი.

მისი თქმით, პუტინისა და კადიროვის ხელით, დღეს მიმდინარეობს "ჩეჩნეთის ხალხის გენოციდი."

"ამ როლისთვის პუტინმა კადიროვი დასვა. ეს წვრილი დიქტატორი ცდილობს შეარცხვინოს ჩეჩენი ხალხი. ეს მას არ გამოუვა. თვითონ კადიროვი არაფერს წარმოადგენს... წარმოიდგინეთ ადამიანებს კრებენ და აგზავნიან უკრაინაში, ქვეყანაში, რომელსაც ჩვენთის არაფერი ცუდი გაუკეთებია... ჩვენ ჩეჩნები ამ ომის წინააღმდეგნი ვართ. კადიროვი აგზავნის ხალხის იმ ომში, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ჩნდება უკმაყოფილება, ქალები გავიდნენ ქუჩაში და დაიწყეს ამ ე.წ. მოგილიზაციის წინააღმდეგ."

საქართველოს საზღვართან არსებულ მდგომარეობაზე მასხადოვი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ჩეჩნებს საქართველოს საზღვარზე არ ატარებენ.

"ჩეჩნებს არ ატარებენ საქართველოს საზღვარზე... არის ისეთი შემთხვევები რომ ჩეჩნებს არ ატარებენ და ატარებენ რუსებს. მე ვფიქრობდი, ეს ტროას ცხენი ხომ არ არის, რომ რუსები შეუშვან საქართველოში და შემდეგ მოხდეს საქართველოს ოკუპაცია. მე საქართველოზეც მტკივა გული. რუსეთს და პუტინს ვერ დაუჯერებ. იგი ყველაფერზეა წამსვლელი და ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით ყველას, რომ პუტინი."

ანზორ მასხადოვმა ასევე ისაუბრა აფხაზეთის ომზე და თქვა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ამ ომში იყო შეცდომა.

"ეს მტკივნეულია, მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ჩვენ კავკასიაში ვებრძვით ერთმანეთს.... ჩვენ ძმური ხალხები ვართ, მე ვხედავ ჩვენს მომავალს ძმურ ურთიერთობაში... როგორც ჩვენ ვამჩნევთ პუტინსა და მის გუნდს სურთ, რომ დაგვაპირისპირონ ერთმანეთს... ის რაც მოხდა წარსულში, ეს იყო შეცდომა და მინდა, რომ ასეთი შეცდომა აღარ განმეორდეს."- განაცხადა მასხადოვმა.


close დახურვა