საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. მეოთხე ტურის შეხვედრაში შერმადინის "ტენერიფემ" "ობრადოიროს" უმასპინძლა და 90:78 დაამარცხა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შერმადინი იყო, რომელმაც მოედანზე 26 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 19 ქულა მოაგროვა, 8-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დასახელდა.