logo
ENG



მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ქართველი ტყვე - გასული საუკუნის უცნობი ისტორია

26 ივლ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

ფაშიზმს შეწირული ადამიანების სია ძალიან დიდია. ოჯახებმა მათი ბედის შესახებ, ძირითადად, ცოტა რამ იციან. ბევრი ვერ გადარჩა, ვინც გადარჩა და საბჭოეთში დაბრუნდა, იძულებული გახდა, თითქმის ყველაფერი დაემალა, რომ საკუთარ სამშობლოში რეპრესიებს გადარჩენილიყო.

ერთ-ერთ ასეთ ადამიანს დღეს „დროება“ გაგაცნობთ. სიმონ დაღელაშვილი თავის წარსულ ცხოვრებაზე ბევრს არ საუბრობდა, თუმცა მისმა შვილთაშვილმა დიდი ბაბუის საზოგადოებისათვის გაცნობა მაინც გადაწყვიტა.

გარდა ამისა, გაიგებთ ვენაში მცხოვრები ორი ქართველი გოგოს შესახებ. სულ  რამდენიმე წლის წინ მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ერთ დღესაც კი ბანაკში ექსკურსიაზე მყოფმა მაშინდელმა სტუდენტებმა ამ საკითხის საფუძვლიანი კვლევა დაისახეს მიზნად. სალომე სალაძემ და მარიკა ბექაურმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ჩვენი თანამემამულეების გვარებს მიაგნეს, დაუკავშირდნენ მათ ოჯახებს და რაც მთავარია, უკვე ქართული მემორიალური დაფაც განათავსეს. მაუთჰაუზენის უცნობი ქართველი ტყვის შესახებ საინტერესო ისტორია იხილეთ „დროების“ სიუჟეტში.


close დახურვა