logo
ENG



მაუწყებლობის შესახებ კანონის მონათესავე ინიციატივა

01 ნოე 202320:29
3 წუთის საკითხავი
clock 252

მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ოცნება ევრორეკომენდაციას მიაწერს. ივანიშვილის გუნდს იმ კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდა სურს, რომლის ხელმძღვანელობაც სწორედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიუკერძოებლობაზე ეჭვი ევროკავშირის წარმომადგენლობამ, გასულ კვირას, მაშინ გამოთქვა, როდესაც ოცნება უხამსხობის რეგულაციის გამო გააკრიტიკა. რა მიზანს ემსახურება სინამდვილეში ახალი პროექტი ეს მალე გაირკვევა, რადგან ივანიშვილის პარტია ამ შემთხვევაშიც ჩქარობს.

 


close დახურვა