logo
ENG



მაქარაშვილი: ძალიან მძიმეა 31 დეკემბერს განსასჯელის სკამზე ყოფნა, მაგრამ ეს ღირსების პროცესიაა

31 დეკ 201914:44
3 წუთის საკითხავი
 
7s7m8gf2nt2wx5k.jpg

შუაღამეს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი ორი საათით გადაიდო. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა დაცვის მხარეს მასალების გასაცნობად მისცა დრო. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გაიმართება დანარჩენი შვიდი აქტივისტის სასამართლო პროცესი, თუმცა ცნობილია, რომ მათ საქმეებსაც იგივე მოსამართლე განიხილავს. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ საბოლოო შედეგს არ მიიღებენ.

„სამართალდამცავი ორგანო ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყოჩაღად გამოაჩინოს თავი ბიძინა ივანიშვილის წინაშე, უნდა აჩვენონ, რომ მუშაობენ. არ იციან, რომ ამით ანგრევენ ხელისუფლებას და არსებულ რეჟიმს. ძალიან მძიმეა 31 დეკემბერს განსასჯელის სკამზე ყოფნა, ძალიან მძიმეა სასამართლო დარბაზში ყოფნაც, მაგრამ ეს არის ღირსების პროცესია და ვფიქრობ რომ ბოლომდე ბრძოლაა იმისთვის საჭირო, რომ არათუ ეს ხელისუფლება დასრულდეს, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ მოძალადე, გაუნათლებელ არაპროფესიონალ ხელისუფლებას“,-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დაკავებულების ადვოკატის თქმით, დაკავებულები პროცესს პროტესტს უცხადებენ, მისივე თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბექა ბასილაიამ ადვოკატზე უარი თქვა.

„დაკავებულები პროტესტს უცხადებენ სასამართლოს, ისინი პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ და ხმას არ იღებენ მოსამართლის კითხვებთან დაკავშირებით, ადვოკატზე უარი ბექა ბასილაიამ თქვა“,-განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

 


close დახურვა