logo
ENG



მაღაროელების შიმშილის მე-5 დღე - რა ვითარებაა ჭიათურაში

16 ივნ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/w44xd2kifhsrfxy.png

ჭიათურაში, ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა, მალხაზ სარალიძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამის პარალელურად, კიდევ 10 მაღაროელი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს.

3 000-ზე მეტი დასაქმებული არსებულ პირობებს მე-11 დღეა აპროტესტებს. მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა