საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მტკვრიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს, აქედან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო და ადგილზე უტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდება და ის ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე არასრულწლოვანი სააავადმყოფოშია გადაყვანილი.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.
მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.