logo
ENG



მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს

12 აგვ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/12/ehg7bq5i6aw9fzy.png

მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ის სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია განცხადებაში. 

რჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შემდეგ ქედიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

***

არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ალპინიზმის უდიდესი ჯილდო - მსოფლიოს ოქროს წერაყინი, რომელიც მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადაეცათ 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი  (Saraghrar Northwest) (პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვარი) დაპყრობისთვის, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც დღემდე ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.

არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.

 


close დახურვა