logo
ENG



მაშველებმა თელავში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

29 აპრ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 
2jtlx6dn45fzylr.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა.

„გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი.

ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა