ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად გაუჩინარებული 5 ადამიანიდან 2 გარდაცვლილი იპოვეს. ისინი სტიქიის დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი მოქალაქეც.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.