logo
ENG



მაჩალიკაშვილი: ბანერი დაიდგმება იმ მწვანე კედელზე მიყრდნობით, ჩემი ადგილი იქაა

22 იან 202022:11
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და მიზნის მიღწევამდე გააგრძელებს ბრძოლას. 

მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ მასზე უარი თქვა.

„უკვე 800 დღე-ღამე მე პროტესტს გამოვხატავ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და დღემდე არანაირი პასუხი არ მინახავს გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა საქმე წამოიწყო. ეს მწვანე კედელი შეშინებული ოცნების ბოლო ფართხალია. უბრალოდ, იმედი ბოლოს კვდებაო, იმედის ნაპერწკალი აქვთ, რომ მოდით ეს შევინარჩუნოთ და მაჩალიკაშვილსა და მისნაირებს არ მივცეთ საშუალება ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში და პროტესტი გამოთქვან.

ამის წინათაც იყო მცდელობა, მოვარდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფილები უნდა ავყაროთო და კარავი აიღეთო. იმ დღესვე მერიას დავუკავშირდით და თქვენთან არაფერს ვგეგმავთო. ამ ეტაპზე ივანიშვილს კალაძე გამოჭერილი ყავს და თავის ნებაზე ყავს. ერთ საათში აიღეს ატრაქციონები და დადგეს ღობე. ესენი უფრო მასშტაბურ პროტესტს მიიღებენ და მალე წავლენ. ბანერი დაიდგმება იმ მწვანე კედელზე მიყრდნობით, ჩემი ადგილი იქაა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, გასართობი ატრაქციონების განთავსების მიზნით, 2019 წლის 30 დეკემბერს, მერიის თანამშრომლებმა გვიან ღამით აიღეს.

22 იანვარს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და ამისთვის ტერიტორიაზე ემრიამ მწვანე ღობე შემოავლო.


close დახურვა