logo
ENG



მაჩალიკაშვილი: გავრილოვი, რომ დაასვეს თავზე მაშინ იქნებოდა გულწრფელი ეს პროტესტი

19 თებ 202021:26
3 წუთის საკითხავი
 

„გავრილოვი, რომ დასვეს თავზე მაშინ იქნებოდა გულწრფელი ეს პროტესტი,“ - ამ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელენე ხოშტარიასთან მისული ახალგაზრდების საპასუხოდ აკეთებს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა მომხრე მონები არიან, რომლებსაც არანირი სინდისი არ გააჩნიათ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას ის „ქართული ოცნების“ მიერ არის მართული.

„ამათი ძმათა სისხლის მღვრელი გავრილოვი, რომ დაასვეს თავზე მაშინ იქნებოდა გულწრფელი ეს პროტესტი. ესენი ყველა მართულები არიან. ქართული ოცნების ყველა მომხრე მონები არიან“, - განმარტა მაჩალიკაშვილმა.

ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ელენე ხოშატარიას საპარლამენტო მანდატის დატოვებას სთხოვდნენ, ამის მიზეზი კი პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება გახდა. 

აქტივისტები განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართაც. ისინი ფორმულას ჟურნალისტს, ქეთი ხიდიშელს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.

„ფორმულას“ ინფორმაციით აქცია მოწყობილია გიორგი კოკაიას, გივი წილოსანის, ბაჩო ხაჩიძის მეშვეობით, რომლებიც „რუსთავის აიპის“ თანამშრომლები არიან.

 


close დახურვა