logo
ENG



მაჩალიკაშვილი: მთავრობა გაწირავს ყველა ქართველს, ოღონდ შეასრულონ მოსკოვური დაკვეთა

14 ნოე 201921:08
3 წუთის საკითხავი
 
jo6nrujpu0poqnb.jpg

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას აღასრულებს.

„ეს იყო მაჟორიტარების აღშფოთება იმაზე, რომ ხელიდან ეცლებოდათ ის მიწები და ზამკები, ამიტომ ძალიან აღელვდნენ ეს ადამიანები. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქოქილი ადამიანები, არანაირად არ შეიძლებოდა ამის ატანა, უნდა დამტკიცდეს 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნები. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერზე მიდის. ყველა მოქალაქეს გაწირავს, ყველა ქართველს გაწირავს, ოღონდ მოსკოვური და რუსული დაკვეთა შეასრულოს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩავარდა.


close დახურვა