logo
ENG



მაჩალიკაშვილი: მძინარე ბავშვი საწოლში მომიკლეს და შემდეგ ტერორისტად მონათლეს

25 ნოე 201920:07
3 წუთის საკითხავი
 
mx4oyjpwnvk4eif.png

რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, სადაც სიტყვით აქციის ორგანიზატორები, მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მძინარე ბავშვი საწოლში მოუკლა და შემდეგ ტერორისტად მონათლა. 

მისივე განცხადებით, ივანიშვილმა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მას გამარჯვების შანსი აღარ აქვს. 

„მე დღეს მეორედ ვხვდები თემირლანის დაბადების დღეს. ამავე სცენაზე და ამავე ტერიტორიაზე. ვიბრძვი თქვენთან ერთად და იმედი ნაპერწკალი დღედადღე ქრება. ამ ხელისუფლების პირობებში. ზუსტად ის არის ჩემი წადილიც და ბრძოლაც, როგორც ის არაადამიანი მახრჩობელა შეგვპირდა მთელ საქართველოს, რომ იქნებოდა არჩევნები პროპორციული სისტემით. იმედი ჩამესახა და ვიყავი დარწმუნებული, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ექნებოდა არანაირი შანსი არა უმრავლესობაში მოსვლის არამედ უმცირესობაში დარჩენის. დღევანდელმა ქართულმა ოცნებამ, ამ სისხლიანმა ამ ბოროტმა სისტემამ, ჩაატარა კვლევა და მიხვდა რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარდეს. ყველანი ერთად ერთის წინააღმდეგ. ბავშვი მომიკლეს საწოლში მძინარე, შემდეგ ტერორისტად მონათლეს. ეს არ ხდება არსად. ყველამ ერთად ესენი გზას უნდა გავუყენოთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 


close დახურვა