logo
ENG



მაჩალიკაშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდათ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან

29 იან 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსტან ბრიფინგი გამარტა. მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია იმყოფებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას "საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდა, რომ ისინი ამ საქმეს გადაყვებიან. მისივე თქმით, მას ქართველი ხალხის და გაერთიანებული ოპოზიციის იმედი აქვს.

„მმართველ გუნდში - მდინარაძეები, თალაკვაძეები ამას იტყვიან, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არაა. ის ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ არ არის ამის საჭიროება, იმათ ეშინიათ რომ თემირლანის საქმეს არ გადაყვნენ. სიბინძურეში არიან ჩაფლული. მთელი გაერთიანებული ოპოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები, ითხოვს შეიქმნას ეს კომისია და საბოლოოდ დავსვათ წერტილი, გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. რატომ მოხდა ეს მკვლელობა, რატომ ვიბრძვი მე ამ ორი წლის განმავლობაში, საბოლოოდ საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს? მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდათ რომ ამ საქმეს გადაყვებიან. ყველა იმ დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის იმედი მაქვს ვინც კი წავიკითხე სიაში, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის და ქართველი ხალხის იმედი მაქვს. მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკი - ეს დებილი დეგენერატები რას იძახიან ჩემთვის მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეს დედა აფეთქებულები ჩემში ყოველთვის რაღაც საფრთხეს ხედავენ. სად არის საფრთხე ორი წლის განმავლობაში ნახეს რამე საფრთხე ჩემში?“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინიათ. მისივე განცხადებით, უკვე ორი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი, ქართული ოცნების მხრიდან ითელება.

„ქართული ოცნების პოზიცია გასაგებია, მათ ეშინიათ სიმართლის იმიტომ, რომ კონკრეტულ კითხვებზე გაეცათ პასუხები. ჩვენ ვნახეთ ცინიზმი, უსამართლობა და სისასტიკე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ და უბრალოდ უტიფარი თქმა, რომ არა არ იქნება და სასამართლომდეც არ მივიდა ეს საკითხი, პროკურატურამ დახურა ეს საქმე. რისთვის არსებობს საერთოდ ეს პარლამენტი თუ ასეთ საკითხებზე ვერ ვქმნით საგამოძიებო კომისიას და ვერ ვადგენთ სიმართლეს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის რესურსი არსებობს, ოპოზიცია ამას მხარს უჭერს, გავაკეთოთ საგამოძიებო კომისია და პასუხები გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც უკვე ორი წლის განმავლობაში აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც ითელება ქართული ოცნების მხრიდან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება იყო დღეს პარლამენტთან, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და მისთვის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა აუცილებელი. მას დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პრესკონფერენცია უნდა გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ საშვი დაშვებული იყო, დაცვამ მაჩალიკაშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. 


close დახურვა