logo
ENG



მაჩალიკაშვილი: საწოლი სისხლით იყო მოსვრილი და ხელყუმბარას წვეთი სისხლი არ ქონდა

07 ნოე 201921:08
3 წუთის საკითხავი
 
kjvvqln6rb7j02o.jpg

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ გამორიცხული იყო სახლში ხელყუმბარა ყოფილიყო.

„ვეკითხებოდი მკლავში თუ არის დაჭრილი ამდენი სისხლი საიდან-თქო? ბოლოს ვკითხე რატომ მოხვედით, რისთვის დაგჭირდათ, რომ მკლავში რომ დაგეჭრათ და მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიესო. გახედე შენგან მარცხნივო. წარმოიდგინეთ საწოლიდან დაშორებით 3-4 მეტრის დაშორებით დევს ხელყუმბარა.

რომ გავიხედე, ეს ხელყუმბარა დავინახე. ავდექი, შევათვალიერე ხელყუმბარა. ვეუბნები საწოლი სისხლითაა მოსვრილი, ყურსასმენები სისხლითაა მოსვრილი და ხელყუმბარას წვეთი სისხლი არ აქვს-თქო. უკვე მივხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე და ვუთხარი, რომ საქმის გაფუჭებაც კი არ იცით-თქო. გამორიცხული იყო, ჩემს სახლში ხელყუმბარა არ იქნებოდა," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში საკუთარ სახლში სპეცოპერაციისას 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს. 10 იანვარს თემირლანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ითხოვს დააკავონ პირი, რომელმაც სასიკვდილო გასროლა განახორციელა და აგრეთვე სპეცოპერაციის ბრძანების გამცემი. თუმცა, ამ დრომდე თემირლანის საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მისი მოთხოვნების შესასრულებლად კარავი აქვს გაშლილი და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.


close დახურვა