logo
ENG



მაჩალიკაშვილი: ყველაფრის გადამწყვეტი არის არა ივანიშვილი, არამედ ივან ხომ იცით ვინც არის, რუსი

15 ნოე 201912:13
3 წუთის საკითხავი
 
2nyivb9wpfgyg24.jpg

 

რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ უცვლელი რჩება, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას კვლავ აპროტესტებენ. პარლამენტის წინ ადგილზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მისი თქმით, საჭიროა მთელი ქვეყანა გამოვიდეს და გააპროტესტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. მაჩალიკაშვილი ასევე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენა ნამდვილი სახე.

„ვფიქრობ ხალხი უნდა გამოვიდეს და გამოვა კიდეც იმიტომ, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" თავისი ბიძური სახე საბოლოოდ, არა ქართველ ხალხს, არამედ მსოფლიოს დაანახა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ყველამ სათითაოდ თავიანდთი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან ამ დეგენერატებს უკან მიჰყავთ ქვეყანა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქაოსია მთელ ქვეყანაში. ამათ უკვე სახელმწიფოს და ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ. ძალიან ცუდად იქცევიან და ხალხი ამას არ აპატიებთ, როგორ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი გამოხვიდე  გამოაცხადო, რომ პროპორციული არჩევნები ჩაინიშნება, შემდეგ მიხვდა რომ 100%-ით არჩევნები წაგებული ჰქონდა ამ სისტემით ადგა და გადათქვა, პარლამენტმა გადაწყვუტაო-სად არის პარლამენტი, ვინ არის პარლამენტი?! კობახიძე და მისნაირები?! ეს ვიგინდარა ცახცახა თოთო ბავშვები? ყველაფრის გადამწყვეტი არის ბიძინა ივანიშვილი კი არა ივანაშვილი-ივან ხომ იცით ვინც არის, რუსი. საჭიროა მთელი ქვეყანა გამოვიდეს და ამ ყველაფერს დაუსვას წერტილი. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, მე უკვე მესამე ზამთარი მოდის აქ ვდგავარ, მაგრამ ვუძლებ და გავუძლებ კიდეც, სანამ არ მოეღება ამ ხელისუფლებას ბოლო,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 


close დახურვა