logo
ENG



მაჩალიკაშვილი ვოლსკის: გახრწნილი შნირი რომ იყავი, ეჭვი არ შემპარებია

29 იან 202019:50
3 წუთის საკითხავი
 
0ks3o933uyu89bh.jpg

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის სოციალურ ქსელში პასუხობს. 

„გია ვოლსკი მე ასე გიპასუხებ - ყველაფერი გაკეთეთ იმისთვის რომ შეგექმნათ ჩემსგან ტერორისტი, მაგრამ არ გამოგივიდათ. გახრწნილი შნირი რომ იყავი, ამაში ეჭვი არ შემპარებია, მაგრამ + დებილიც ყოფილხარ, შე ნაძირალა ნაბი###ო“, - წერს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალაში ტერორიზმთან არსებული ფაქტები თვალსაჩინოა.

თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის ამ შედეგს ელოდა და ბრძოლას აგრძელებს. მაჩალიკაშვილს სურს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძინებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 


close დახურვა