logo
ENG



მაჩალიკაშვილი რუსთაველზე პროტესტს, საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ გააგრძელებს

09 იან 202010:40
3 წუთის საკითხავი
 
uim5t3vwa74xyzj.jpg

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშილი პროტესტს რუსთაველზე მას შემდეგ გააგარძელებს, რაც მერია საახალწლო ატრაქციონებს აიღებს. მაჩალიკაშვილის თქმით, პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და ის არ შეწყვეტს ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. კარვის დადგმის ახალ ადგილს ის ჯერ არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშილის და გიორგი მამალაძის ოჯახის კარვები მერიის დასუფთავების სამსახურმა 31 დეკემბრის ღამეს აიღო, რასაც პარლამენტთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება  და მშვიდობინი მოქალაქეების დაკავება მოჰყვა. 

 


close დახურვა