ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება). ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ არ დაუდგენია მე-2 მუხლის დარღვევა - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება). სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას €10000-ის გადახდა დააკისრა
19 იან 202320:02
3 წუთის საკითხავი