logo
ENG



მაჩალიკაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს

20 მარ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს. როგორც ჩანს, ამ მოწოდების შესრულებას არ აპირებს ხელისუფლება, დუმს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწორედ ეს უწყებაა ვალდებული, - განაახლოს გამოძიება. ოჯახი და მაჩალიკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სახეზეა პოლიტიკური მოტივებით გამოძიების შეფერხება. ამასთან იხსენებენ სხვა საქმეებსაც, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სათანადოდ არ გამოიძია, მათ შორისაა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა, ეს საქმეც სტრასბურგშია გაგზავნილი.


close დახურვა