თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება.
უწყების ცნობით, ამის მიზეზი ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა და შეზღუდვა 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.
"დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროსის შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ ბრიკორამასა და აგროჰაბს შორის ამავალი გზით", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.