„ტვ პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია ინკასოდადებული ტელევიზიებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გრიგოლია "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნავს, რომ მოქმედმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წინამორბედის, მამუკა ბახტაძის მისამართით კრიტიკა გამოთქვა. კერძოდ, გრიგოლიას ინფორმაციით, მაჭავარიანმა მამუკა ბახტაძეს „უტრაკო“ უწოდა.
„მე რაც გამოვედი, მერე გავიგე ეს ამბავი, მინისტრი წარმოუდგენელი ემოციებით, ისტერიულად, ელაპარაკებოდა იქ დარჩენილ 3 ადამიანს. მაპატიეთ, რომ ეს სიტყვა უნდა ვთქვა, პირველად ვამბობ ამას ეთერში და პირობას ვდებ, რომ უკანასკნდელად, მაგრამ უნდა ვთქვა. გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა შეხვედრაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს წინამორბედებზე?! "ისინი იყვნენ უტრაკოები" - ეს სიტყვა დაახლოებით სამჯერ თქვა. როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს, მედია მენეჯერებთან ამ სიტყვას ხმარობს, ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი. მან ეს სიტყვა თქვა მის წინამორბედზე, ანუ ყოფილ ფინანსთა მინისტრზე და პრემიერზე, მამუკა ბახტაძეზე. მაჭავარიანმა იმ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკო“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინკასოდადებული ტელევიზიები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრა პროტესტის ნიშნად "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ დატოვა. "ტვ პირველის", "რუსთავი 2-ისა" და "კავკასიის" ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო.