პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების სურვილია, რომ მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იყოს, თუმცა მისივე თქმით, კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ გამართულა.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კალაძე უალტერნატივო კანდიდატურაა, მაგრამ გადაწყვეტილება მოქმედმა მერმა თავადაც უნდა მიიღოს.
"ჩვენი სურვილი არის რომ ისევ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია საბოლოოდ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მიგვაჩნია, რომ ეტაპზე არის უალტერნატივო კანდიდატი - მისი წარსულიდან გამომდინარე, ის არის ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ასევე ძალიან წარმატებული მერი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან წარმატებული და დამაჯერებლად გამარჯვებული მერი. თუმცა საბოლოოდ ეს ჯერ მისი გადასაწყვეტია და მერე პოლიტსაბჭოსი", - თქვა მაჭარაშვილმა.
მანამდე პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ერთერთია მათ შორის, ვინც მერობის კანდიდატად განიხილება ქართული ოცნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში არსებული შიდადაპირისპირების გამო, კახა კალაძე არ იქნება პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი და მან შესაძლოა პარტია დატოვოს.