მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამავდროულად დღევანდელი დღე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება.
დღესასწაულთა დაკავშირებით მახათას მთაზე წირვა-ლოცვას საქართველოს პატრიარქი აღავლენს. წირვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მოსახლეობას ქადაგებით მიმართავს.
მახათას მთაზე მრევლის დიდი ნაწილი იმყოფება და ხალხმრავლობის გამო დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.