თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების სათანადო კონტროლი არ ხდება.
აღმოჩნდა, რომ დოჰა-ყატარის რეისიდან გამოსული საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ექიმებს არ შეუმოწმებინთ. მგზავრები ამბობენ, რომ მედიკოსები მხოლოდ იმით დაინტერესდნენ, თუ საიდან ჩამოვიდნენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.