logo
ENG



მგზავრი: მილანში პირბადე არავის უკეთია, 24 საათი რესტორნები გაძეძგილია

02 მარ 202010:02
3 წუთის საკითხავი
 
v2sn5hzbf7yid9f.jpg

მორიგი რეისი იტალიიდან - თბილისის აეროპორტში მგზავრები ამჯერად მილანიდან ჩამოვიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, კორონავირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, ამიტომაც აეროპორტის დატოვების უფლება მისცეს. შემოწმებისას მხოლოდ ერთ მგზავრს დაუფიქსირდა დაბალი სიცხე, თუმცა განმეორებითი კონტროლის დროს მას ტემპერატურა უკვე აღარ ჰქონდა.

„გაგებაში არ არიან, რომ რამე ხდება. მარტო ქართული ინფორმაცია გვქონდა. მილანში არავის პირბადე არ უკეთია. არც ერთი არაფერს იკლებს და 24 საათი რესტორნები გაძეძგილია“, - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ მილანში არანაირი პანიკა არაა.

„სიცხე გაგვისინჯეს და რამე საეჭვო თუ იქნებოდა ტოვებდნენ. ერთი გოგო დატოვეს სიცხე ქონდა. მილანში პანიკა არაა. ყველა გვცნობდა, რომქართველები ვიყავით, მარტო ჩვენ ვიყავი ასე“, - განაცხადა მგზავრმა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტებში საკარანტინო სივრცეები მოეწყო, რომლებიც კარვების ტიპისაა და მასში მგზავრებს გარკვეული ქვეყნებიდან ჩამოსვლისას მოათავსებენ. „ფორმულამ“ ინფორმაციის გადამოწმება სცადა. როგორც მგზავრებმა განაცხადეს, მსგავსი სივრცეები მათ არ შეხვედრიათ. მას შემდეგ, რაც საკითხით „ფორმულა“ დაინტერესდა, ჯანდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ სივრცეების მოწყობა ახლა იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად ლაბორატორიულად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 19 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში იმყოფება 16 პაციენტი. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კიდევ ორის მიყვანას ელოდებიან.

მსოფლიოში კი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 90 ათასს აღწევს. ვირუსს მთლიანობაში 3,053 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი.


close დახურვა