გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე და კორუფცია - ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის სამარკო ნიშნად ქცეული ყოველდღიურობა, რომელზეც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკა დუღს და ხალხის გაჭირვება კრიტიკული ტელევიზიების გამოგონილია. ქართული ოცნების წევრებისთვის შესაძლოა, დუღს კიდეც, რადგან მათი დეკლარაციები წლიდან წლამდე ახალი მილიონებით, ბინებით, აგარაკებით და სხვა შემოსავლებით ივსება.
უკიდურესად გაღარიბებული ხალხი და უზომოდ გამდიდრებული ხელისუფლება. ათეულობით ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, უძრავი და მოძრავი ქონება, მილიონობით შემოსავალი კერძო ბიზნესიდან, ხელნაკეთი იარაღის უნიკალური კოლექცია - ეს ყველაფერი, მხოლოდ მცირე ჩამონათალია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის საკმაოდ სქელტანიანი დეკლარაციიდან. ბექაური, ივანიშვილის დავალებების შესრულებაში აღებული მაღალი ხელფასის გარდა, ყოველ ორ ნაბიჯშიც ფულს შოულობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან, ბექაური სწორედ სუპერმარკეტების ქსელ, ორი ნაბიჯის მეწილეა.
ოფიციალური მონაცემებით, 33%-იანი წილიდან მას წელიწადში 14 მილიონიანი სუფთა მოგება რჩება - ამას დავუმატოთ მისი მეუღლის, GWP-ის პიარის მაღალი ანაზღაურება და მივხვდებით, როგორ დაუფასდათ ცოლ ქმარს ოლიგარქის დავალებების შესრულება.