logo
ENG



მდინარაძე: ISFED-ს მონაცემები არ მოუცია, იქ, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც შეცდომებს აქვს ადგილი

11 დეკ 202017:51
3 წუთის საკითხავი
clock 978
2020/12/11/9shohsrqo06f827.jpg

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ზე ზეწოლას ახდენს, რათა მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ, ტყუილია.

მდინარაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნების წევრები ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მისივე თქმით, მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს. როგორც მდინარეძე ამბობს, ISFED-ს იმ მონაცემების გადაცემა თხოვეს, ეს ამ დრომდე არ მომხდარა და "იქ რაღაც შეცდომებს აქვს ადგილი":

"შეხვედრა, რომლის შედეგადაც გიდასტურებთ, იქ იყო მეთოდოლოგიაზე საუბარი. რაც იმ შეხვედრაზე უთხრეს ჩვენმა წარმომადგენლებმა, ორჯერ მაქვს საჯაროდ ნათქვამი.

პირდაპირ ეთერში ორჯერ მოვთხოვე ISFED-ს, რომ თქვენ თუ ამბობთ რომ 3.4%-იანი სხვაობა არის ცესკოსა და ISFED-ის მონაცემებს შორის, ჩვენ ვთხოვეთ, რომ რომელ უბნებზეც დათვალეთ, მოგვეცით ეს მონაცემები, შევადაროთ, იქნებ ცესკო ცდება, ჩვენთვითონ ვიტყვითმეთქი.

დღემდე, ერთი თვეა თითქმის გასული არავის მოუცია. იცით, რატომ?! იქ მოდით, რბილად ვთქვათ, რაღაც შეცდომებს აქვს ადგილი",-ამბობს მდინარაძე.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.


close დახურვა