logo
ENG



მდინარაძე: არ ვაპირებთ ზურაბიშვილის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს

18 მარ 202421:25
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: არ ვაპირებთ ზურაბიშვილის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ვეტოს, რომელიც პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხებოდა, დაძლევს.

მდინარაძის მტკიცებით, ამით ქართული ოცნება 9 ევროპული დათქმიდან ერთ-ერთს შეასრულებს და არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება.

"ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და 9 ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად, ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდავო ფაქტებისა ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.

თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია, როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასევე აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც მე წეღან ვახსენე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს.

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვასრულებთ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - ამბობს მდინარაძე.

***

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

 


close დახურვა