logo
ENG



მდინარაძე: ბათუ ქუთელიას ფენომენი, ატლანტიკური საბჭოს ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენს

06 მაი 202015:58
3 წუთის საკითხავი
 
6ky97wdzfvvqk95.png

„ბათუ ქუთელიას ფენომენი, ატლანტიკური საბჭოს ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენს,“ - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აკეთებს. მისი განცხადებით, ბათუ ქუთელიას სინდრომი ქართულ პოლიტიკაშია და როდესაც ექსპერტები, NGO-ები კონკრეტული განცხადებებს აკეთებენ, ფრაზების ნაწილი მოხსენიებული არის ატლანტიკური საბჭოს კონკრეტული ადამიანის რაპორტში, რაც ეს საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.

„კოკა ყანდიაშვილთან და „ესპერსონასთან“ დაკავშირებით ვერ მოიძიებთ ვერსად ოფიციალურ დოკუმენტს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კონტაქტი აქვთ. რაც შეეხება ატლანტიკურ საბჭოს, ძალიან ნიშანდობლივია, მიუხედევად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი შეიძლება არ იყოს, ბათუ ქუთელიას ფენომენი, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენს და სამწუხაროდ, ამ ადამიანს არაფერს ვერჩი, თუმცა ბათუ ქუთელიას სინდრომი ქართულ პოლიტიკაში არის, როდესაც ისინი გამოდიან და ოპერირებენ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, NGO-ები და შემდეგ გვევლინებიან კონკრეტული პარტიების ოფიციალურ წარმომადგენლად. წინა შემთხვევაშიც, ფრაზების ნაწილი მოხსენიებული იყო ატლანტიკური საბჭოს კონკრეტული ადამიანის რაპორტში და ეს შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, ისევე როგორც ბათუ ქუთელიას ფენომენის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა რაპორტების ავტორები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


close დახურვა