logo
ENG



მდინარაძე: გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მოსამართლე კენჭისყრაზე მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

09 დეკ 201916:35
3 წუთის საკითხავი
 
d5gp9w9sbc33cee.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ოფისში განხილვის ერთ-ერთი თემა მოსამართლეების საკითხი იყო.  როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ანგარიში წარადგინეს, რომლის საფუძველზეც გუნდში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე მოსამართლე კენჭისყრაზე მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რის საფუძველზე გამოიკვეთა ასეთი მოსაზრება შეხვედრაზე ან რომელ კანდიდატებზეა საუბარი, თუმცა მდინარაძემ მათი ვინაობა არ გაასაჯაროა

„მეორე საკითხი იყო სასამართლოს თემა. ინდივიდუალურად ყველა მოსამართლე გავიარეთ. იურიდიული კომიტეტის წევრებმა და მისმა ხელმძღვანელმა წარმოადგინეს ერთგვარი ანგარიში მოსმენების შესახებ. ამ მოსამართლეების მხარდაჭერა იქნება თვითოეული დეპუტატის გადასაწყვეტი საკითხი. გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. კენჭისყრის წინ სახელებსა და გვარებს რა თქმა უნდა არ დავასახელებ. მაგრამ ასეთი რამდენიმე კანდიდატია, თუმცა უნდა დაველოდოთ კენჭისყრას. გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა იმ მიზეზებიდან რომელიც დასახელდა, რის საფუძველზე შესაძლოა მათ მხარდაჭერა ვერ მოიპოვონ. მათ შორის იყო პასუხები, რომელიც მოსამართლეებმა გასცეს გამოკითხვის დროს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის წევრი დამოუკიდებელ დეპუტატ და ყოფილ თანაგუნდელს ეკა ბესელიასაც გამოეხმაურა. კერძოდ, მანამდე ბესელიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეების სია უნდა ჩავარდეს. მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ სიის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს შეჩერებას გამოიწვევს. 

 

 


close დახურვა