logo
ENG



მდინარაძე: მაღალი ალბათობით, მაჟორიტარი არ ვიქნები

16 ივლ 202016:48
3 წუთის საკითხავი
 
ob7r0untma0pm9g.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება.

მდინარაძის თქმით, მაღალი ალბათობით, გადართული იქნება შტაბურ საქმიანობაზე.

„ჩემს თავთან დაკავშირებითაც კი საბოლოო პასუხს არ გაძლევთ, მე მაჟორიტარი არ ვიქნები, ალბათ. ბოლო დღეებია და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, ამასაც არ გამოვრიცხავ. საბოლოო შეხვედრა პოლიტსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით არ გამართულა. მე უფრო გადართული ვიქნები შტაბურ საქმიანობაზე, მაღალი ალბათობით. სავარაუდოდ, შეიძლება, არ ვიყო მაჟორიტარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 


close დახურვა