logo
ENG



მდინარაძე: ნაცმოძრაობა მარგინალიზაციის გზაზე დგას

26 ნოე 201913:40
3 წუთის საკითხავი
 
jrejldvdn72xpva.jpg

საპარლამენტო სხდომაზე დარბაზში მყოფ დეპუტატებს სიტყვით მიმართა მამუკა მდინარაძემ. მან კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებებზე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში დარჩეს ორი პოლიტიკური პოლუსი. მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს მარგინალიზაციის გზაზე დგას.

„ჩვენ დღეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც დარბაზში ბრძანდებიან, ვისმენთ ორ პოლუსიანობაზე საუბარს, მაგრამ ალბათ უნდა დავინახოთ, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია“,-განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ისინი არ აპირებენ კანდიდატურის წარდგენას იმ რაიონებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკვაშირებული დეპუტატები არ იქნებიან წარდგენილნი.  

„როდესაც ჩვენ ვსაუბრიბთ იმაზე, რომ არ დავუყენებთ კონკურენტად ღირსეულ და ამავდროულად რეიტინგულ კანდიდატებს იმ რაიონებში, სადაც ისინი დააყენებენ კანდიდატებს, ესენი არ იქნებიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ასევე პირობას ვდებთ, რომ ესენი არ იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც კენჭს იყრიან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით. როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობდით მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტში და დღეს ჩვენი ამ გადაწყვეტილებით მეტი გარანტია აქვთ პარტიებს, რომ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ პარლამენტში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძე.

 


close დახურვა