logo
ENG



მდინარაძე: პარლამენტი აკეთებს საქმეს, სახელმწიფო არ დაუშვებს მისი ფუნქციონირების შეწყვეტას

26 ნოე 201911:24
3 წუთის საკითხავი
 
wpuemhpa30jzldr.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია ვალდებულებების ფარგლებში იქცევა და პარლამენტი მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს. მდინარაძის თქმით, ის, რაც პარლამენტის გარეთ ხდება, უხერხულობას ქმნის. 

„გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც ახლა ბოკერიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია განაცხადა, რომ ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში არ შევსულვართ და მერე რა მოხდაო. მან ამით დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს და აკეთებს საქმეს. სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. რაც არ უნდა პარტიული ტელევიზიები ეზოში დაგხვდნენ და აპოკალიფსური სურათი დახატონ და ცივილიზებული ფორმით ჩაწერაზეც უარი განაცხადოს, მოვედი და გეწერებით, პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ამ ვალდებულების ფარგლებში იქცევა პოლიცია. ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხულია კმარას გაცვლეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა აქტივისტები და ცდილობენ შექმნან ქაოსი“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში

 


close დახურვა