logo
ENG



მდინარაძე: პოლიტიკოსები აქტივისტების დაჯარიმებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, არასერიოზულია

16 ივნ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების წარმომადგენლები „სირცხვილიას“ აქტივისტების დაჯარიმებას ეხმიანებიან. ისინი აქტივისტების დაჯარიმებაში პოლიტიკურ საფუძველს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ პოლიცია თავად იღება დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ვინ, სად და რა ფორმით უნდა დააჯარიმოს.

„შენობების იერსახე არ უნდა დააზიანო. შენი ქვეყანაა. პატრიარქს მიუვარდნენ და საპატრიარქოზე დაწერეს უგვანო სიტყვები. აქ კონკრეტულ პიროვნებას ერჩიან. წარმომიდგენია ეხლა საპირისპიროდ რომ ვინმემ დაიწყოს იგივე ე.წ. აქტივობების გამოჩენა ოპონენტების მიმართ. არ არის ეს კარგი“, - განაცხდა ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, პოლიტიკოსები აქტივისტების დაჯარიმებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან არასერიოზულია. მისივე თქმით, თუ ვინმეს უსამართლობის განცდა აქვს სასამართლოში უნდა გაასაჩივროს.

„თუ ვინმეს პატრულის ან ადმინისტრაციული ქმედების ორგანოსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ამისათვის არსებობს სასამართლო და უნდა გასაჩივრდეს. ახლა პატრული სად მინის და რომელ მომენტში რატომ აჯარიმებს პოლიტიკოსები ვერ ჩავერევით, არასერიოზულია, რომ ვილაპარაკოთ“, - განაცხდა მამუკა მდინარაძემ

 

„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ - თბილისის ქუჩებში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა აქტივისტთა ერთ ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, მეორეს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.

 

 


close დახურვა