logo
ENG



მდინარაძე: პროპორციულისგან აბსოლუტურად საპირისპირო სისტემაზე არც კი უნდა ვისაუბროთ

06 დეკ 201913:11
3 წუთის საკითხავი
 
yl1ungegtvd9gp8.jpg

პროპორციულისგან აბსოლუტურად საპირისპირო სისტემაზე, ჩემი აზრით არც კი უნდა ვისაუბროთ - ასე აფასებს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციტივას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

როგორც მან "ქართული ოცნების"  ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჟორიტარი დეპუტატების ინიციტივას უმრავესობის წევრებმა მოუსმინეს, თუმცა არ გაიაზიარეს. მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილმა. 

"პარტიის ლიდერიც ზუსტად ამ პოზიციაზეა, ამიტომ გუნდის შეჯერება ამ საკითხზე ვერ მოხდებოდა. ეს არის კარგი გზა ქვეყნის განვითარებისთვის, აპელირებას აკეთებენ ამერიკულ მოდელზე, რაც ასევე დემოკრატიულია. დაპირისპირება არ ყოფილა გუნდი. იყო კამათი, რაც ჯანსაღი საკითხია. ხუნდაძეც, ბერაიას აქვს იმის უფლება ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, მეორე საკითხია ამას დავეთანხმებით თუ არა. პროპორციულისგან აბსოლუტურად საპირისპირო სისტემაზე, ჩემი აზრით არც კი უნდა ვისაუბროთ",-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები გეგმავენ ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა უმრავესობაში არ აქვთ მოლოდინი, რომ საკმარისი ხმები დაგროვდება. 

"საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, მაშინ ჩვენ გვჭირდებოდა ყველა დეპუტატის თანხმობა. წინააღმდეგ შემთვევაში გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და ასეც მოხდა. ახლა საპირისპირო სიტუაციაა. ახლა ამ იდეას უნდა დაეთანხმოს ყველა დანარჩენი, რაც არ მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, თუმცა ისინი აგრძელებენ თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში მუშაობს. აპირებენ ხალხში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას. თუმცა მე არ ველოდები, რომ ამდენი ხელმოწერა შეგროვდეს. ჩვენ კამათი ასეთ თემაზე გვქონდა. შეუძლებელია დღეს ამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ამიტომ უნდათ ხალხში გასვლა. ამბობენ, რომ ეს აიძულებს პარლამენტს ინიციატივა განიხილოს, რისი მოლოდინიც მე არ მაქვს. ასევე, არ ვფიქრობ, რომ სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ და შევცვალოთ ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ და პარლამენტმა მიიღო. 2024 წელს საქართველოს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელისტებს კი ოცნება, რომ უმრავლესობა დაიშალოს, არ შეუსრულდება. ამის გარანტიას გაძლევთ და შიდა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ამას არანაირი საფრთხე არ შეექმნება",-აღნიშნა მდინარაძემ.

 

 


close დახურვა