logo
ENG



მდინარაძე: როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება, მზად ვართ, უკრაინაში წავიდეთ

11 აპრ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება", უკრაინაში ჩავლენ.

მისი თქმით, საკითხი უმრავლესობამ განიხილა.

"საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ - საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, უმრავლესობის საპარლამენტო შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი", - თქვა მდინარაძემ.

მანამდე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თქვეს, რომ უკრაინაში ერთობლივად ჩასვლას გეგმავენ.

რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ბუჩაში ჩასასვლელად ყველა პარლამენტარი, მათ შორის შალვა პაპუაშვილიც მიიწვია. აქედან მალევე თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, მოგვიანებით კი პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა.


close დახურვა