logo
ENG



მდინარაძე: უმრავლესობის მხრიდან 92 მხარდამჭერი დაფიქსირდა - მმართველ გუნდში შეხვედრა დასრულდა

19 ივნ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე მართველი გუნდი ქართული ოცნების ოფისში შეიკრიბა, შეხვედრა რომლსაც უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ უკვე დასრულდა. უმრავლესობის შეხვედრას პარტიის ოფისში არ ესწრებოდა პარტიის თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს და თუ კი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა ეს სრულად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს თითქმის სრული მხარდაჭერა აქვს, მისი თქმით, 93 დეპუტატიდან ცვლილებებს მხარს 92 დეპუტატი უჭერს. მამუკა მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მხოლოდ ქართული ოცნების ვალდებულება არ არის და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან და ახლა უკვე იმ დეპუტატებზეა ჯერი, რომ დაჭირონ მხარი ოპოზიციის იმ ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქამდეც დააფიქსირეს ღიად მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. კომუნიკაცია იყო სხვადასხვა დეპუტატებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ რომ მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს კვლავ იგივე აზრზე არიან. ვინც განაცხადა მათი ჩათვლით საკონსტიტუციო პროექტს უნდ ჰქონდეს 117 კაციანი მხარდაჭერა, რა შეთხვევაშიც რისკი არის ნულზე დაყვანილი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ე.წ ამბოხებულ დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მათგან ცვლილებების წინააღმდეგი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, რომელიც საკუთარ აზრს აქამდეც ღიად აცხადებდა.

 

 


close დახურვა