logo
ENG



მდინარაძე: შიდა კვლევებით ოცნებას 55%-ზე გაცილებით მეტი აქვს

16 ივლ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 
y8ocdyv4jhr8hrp.png

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მმართველ გუნდს, შიდა კვლევებით, ამ მომენტისთვის, 55%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.

მდინარაძის თქმით, „ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ ოპოზიციას“ კატასტროფული რეიტინგი აქვს.

„მმართველი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმ ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიციის ფონზე, რომელთა რეიტინგიც არის კატასტროფული. თავიანთ კვლევებსაც კი არ ამხელენ. წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პარტია კვლევებს ინტენსიურად ატარებს. არც ერთი მათგანი, თუ დააკვირდებით, ხმას არ იღებს და არ ამბობს, რადგან კატასტროფული შედეგი აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს კვლევებს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდა კვლევით უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო Gorb-ის ბოლო კვლევაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი 55% იყო. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შიდა კვლევებით, 55%-ზე გაცილებით მეტი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მდინარაძემ.


close დახურვა