საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, შეერთებული შტატებისგან "არანაირ სანქციას არ ელოდება". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ "მსგავსი კრიტიკა წარმოუდგენელი უსამართლობაა".
"მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით. წარმოუდგენელია და თუ ეს მართლა ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა. იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცი კანონია, იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესო, მგონი, წარმოუდგენელია, რომ ვინმე დაუშვებს.
წარმოუდგენელია, რომ ვინმემ იფიქროს იმაზე, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში რაც მოქმედებს, ის თუ პატარა ქვეყანამ გააკეთა და იკადრა იგივე, თუნდაც უფრო ლოიალური ფორმით, ჩვენ ამისთვის სანქცია დავუწესოთ, ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია. კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, პირდაპირ ვამბობ", - ამბობს მდინარაძე.
გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოში რუსული კანონის რეინიციირებით შეშფოთებულია და მათი პოლიტიკა უცვლელია.